ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს სადაც საჭირო იქნება იქამდე, ვიდრე ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრულ უსაფრთხოებას არ აღვადგენთ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს, „სადაც საჭირო იქნება“.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის „გზავნილი ნათელია: ყველა, ვინც ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედებს, ჩვენი სამიზნე გახდება“.

„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს, სადაც საჭირო იქნება, იქამდე, სანამ ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრულ უსაფრთხოებას არ აღვადგენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერის, ნაიმ ქასემის პირადი მდივანი და ძმისშვილი ალი იუსუფ ჰარში.