1778240879
BBC: კირ სტარმერის განცხადებით, არჩევნებში წაგების მიუხედავად, ის გადადგომას არ აპირებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა „ლეიბორისტულმა“ პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში წააგო, ის გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მოდით, პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან ცუდი შედეგებია. შელამაზებას არ დავიწყებ. ჩვენ დავკარგეთ „ლეიბორისტული“ პარტიის ბრწყინვალე წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი საბჭოებისთვის და ჩვენი პარტიისა და მოძრაობისთვის. ამომრჩევლებმა გვითხრეს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ცვლილებებისთვის, თუ როგორ სურთ მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე ამირჩიეს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო“, - განაცხადა სტარმერმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საკმარისად არ დაარწმუნა ადამიანები, რომ მათი ცხოვრების დონის შეცვლა და გაუმჯობესება შესაძლებელია.
ცნობისთვის, გუშინ დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომლის ლიდერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია. მეორე და მესამე ადგილებს „კონსერვატორები“ და სტარმერის „ლეიბორისტული“ პარტია იყოფენ.










