აშშ-ში ბენზინის ფასმა 4.39 დოლარს მიაღწია

საწვავის ფასები

აშშ-ში ბენზინის ფასი კიდევ ცხრა ცენტით გაიზარდა.

ამერიკული მედიის თანახმად, გალონი ბენზინის ფასმა 4.39 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბენზინის ფასი 2002 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ბოლო კვირაში ბენზინის ფასი 33 ცენტით, ანუ 9%-ით გაიზარდა, ირანში ომის დაწყებიდან კი – 47 პროცენტით.