2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთი სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულია „რვა ნარკოტერორისტი“.
„გემები წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდნენ და ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართული. ამ ქმედებების დროს სულ რვა ნარკოტერორისტი დაიღუპა – სამი პირველ გემზე, ორი მეორე და სამი მესამე გემზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთი სარდლობის ინფორმაციაში.