ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1780429644
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალური იმიგრაციისა და მასობრივი თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს აწესებს. პრეზიდენტის ახალი განკარგულებით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებარება, ბანკებსა და საკრედიტო კომპანიებს არალეგალი მიგრანტების ანგარიშების გაუქმება და სახელმწიფო შემწეობებიდან მიღებული თანხების ჩამორთმევა დაევალებათ.
"არალეგალი იმიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს პარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს.
თაღლითობის დასასრულებლად და მასობრივი არალეგალური იმიგრაციის შესაბრუნებლად ჩემი ადმინისტრაციის მიერ გაწეული ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის აღსრულებასაც სათავეში ფინანსთა სამინისტრო ჩაუდგება.
განკარგულების მიზანია, აღიკვეთოს ბანკების, საკრედიტო ბარათებისა და ფინანსური ინსტიტუტების გამოყენება ადამიანების კონტრაბანდის, ნარკოტრაფიკის, არალეგალური იმიგრაციისა და იმ კრიმინალური კარტელების ხელშეწყობისთვის, რომლებიც ამ საქმიანობას აორგანიზებენ.
ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სისტემებთან წვდომა უნდა შეეზღუდოთ ყველას, გარდა იმათი, ვისაც აქ ყოფნის კანონიერი უფლება აქვს და ვინც კანონიერ და ლეგიტიმურ კომერციულ საქმიანობაშია ჩართული. ბანკის ანგარიშები, რომლებიც არალეგალური იმიგრაციის ხელშესაწყობად ან არალეგალი უცხოელების მიერ მიღებული სახელმწიფო შემწეობების შესანახად გამოიყენება, დაიხურება, ხოლო სახსრებს საბოლოოდ ჩამორთმევა და კონფისკაცია დაემუქრება, რათა ისინი გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნდეთ.
ეს არათუ აბსურდული, არამედ უკიდურესად საშიშია, რომ ნებისმიერ არალეგალ უცხოელს შეუძლია უბრალოდ წარადგინოს "ლურჯი შტატის" მართვის მოწმობა, ან ბაიდენისდროინდელი სასაზღვრო დოკუმენტი და შეუზღუდავი წვდომა მიიღოს აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე.
ეს ასევე მკაფიო გზავნილია საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებისთვის - თქვენი ძალადობრივი ქმედებები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას.
ჩემი აღმასრულებელი განკარგულება ასევე მოგვცემს საშუალებას, აღვკვეთოთ ყოველგვარი კრიმინალური საქმიანობის გზით ჩვენი ქვეყნიდან მილიარდობით დოლარის გადინება.
უკვე ითქვა, რომ ეს ზომა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ, ბაიდენის "სასაზღვრო შემოჭრის" შესაბრუნებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამას ძალიან მალე ვნახავთ!" - წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი.