შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს - ივანე ჩხაიძე საუბრობს
1765797540
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში კრიტიკული მომენტია, თუმცა კიევი ბოლო 4 წლის განმავლობაში ახლა ყველაზე ახლოსაა მშვიდობასთან.
„ვფიქრობ სამშვიდობო მოლაპარაკებები კრიტიკულ ფაზაშია და ამავდროულად ალბათ იმაზე ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ამ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა სტუბმა.
სტუბის თქმით დისკუსია მიმდინარეობს 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობაზე. ამასთან ფინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესის პარალელურად ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს რომ მისთვის უპირველეს საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.