წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
თურქეთში, შვებულების დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ბრიტანელი ქალის ოჯახი შოკირებული დარჩა, როდესაც აუტოფსიის შედეგები ნახეს.
მედიის ცნობით, ორი შვილის დედა, 28 წლის ბეთ მარტინი შვებულების დროს ცუდად გახდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
გვამის გაკვეთის შედეგად გაირკვა, რომ გარდაცვლილს გული, ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე ამოკვეთეს.
საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს. გარდაცვლილი ქალის ოჯახი ითხოვს პასუხს კითხვაზე - სად და რა ვითარებაში ამოკვეთეს ქალს გული.
გარდაცვლილი ქალის მეუღლემ ტრაგედიის შემდეგ სოციალურ მედიაში ემოციური პოსტი დაწერა:
„2 კვირის წინ მე, ჩემი მეუღლე და 2 შვილი ოჯახთან ერთად თურქეთში დასასვენებლად გავემგზავრეთ. მხოლოდ 3 გადავრჩით. მე დავკარგე ცოლი, ჩემმა შვილებმა კი დედა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი კვირა. მე მომიწია ჩემი შვილებისთვის იმის თქმა, რომ მათი დედა სახლში არ დაბრუნდებოდა”.