მკვლელობა გორში - მოკლულია ახალგაზრდა კაცი

მკვლელობა გორში

გორში ორ ადამიანს ესროლეს. შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.

როგორც გამოცემას ადგილზე უთხრეს, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. მეორე კი წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

[ფოტო: ქართლის ამბები]