ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
პიერპოინტი დაიბადა კლეიტონში, იორკშირის დასავლეთ რაიდინგში. მის ოჯახს ფინანსურად უჭირდა მამის არარეგულარული მუშაობისა და ალკოჰოლიზმის გამო. ადრეული ასაკიდანვე პიერპოინტმა იცოდა, რომ სურდა ჯალათი გამხდარიყო და 1932 წლის სექტემბერში, 27 წლის ასაკში, იგი ჯალათის თანაშემწედ დაიქირავეს. მისი პირველი სიკვდილით დასჯა იმავე წლის დეკემბერში, ბიძასთან, ტომთან ერთად მოხდა. 1941 წლის ოქტომბერში მან პირველი სიკვდილით დასჯა მთავარი ჯალათის რანგში აღასრულა.
თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან გერმანიასა და ავსტრიაში ომის დანაშაულებში მსჯავრდადებული 200 ადამიანი ჩამოახრჩო, ასევე რამდენიმე ცნობილი მკვლელი, მათ შორის გორდონ კამინსი („ღამის მფატრავი“), ჯონ ჰეიგი და ჯონ კრისტი.
1956 წელს პიერპოინტი შერიფთან ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავაში ჩაერთო, რამაც ჯალათის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია. 1940-იანი წლების შუა პერიოდიდან 1960-იან წლებამდე ის ლანკაშირში პაბს მართავდა. 1974 წელს მან მემუარები დაწერა, რომელშიც დაასკვნა, რომ სიკვდილით დასჯა არ იყო დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა შესაძლოა შემდგომში პოზიცია შეეცვალა.
ის იყო ხუთი შვილიდან მესამე, ჰენრი პიერპოინტისა და მისი მეუღლის, მერის ოჯახში. 1901 წლიდან ჰენრი ოფიციალურ ჯალათად მუშაობდა. ჰენრი ჯალათების სიიდან 1910 წლის ივლისში ამოიღეს მას შემდეგ, რაც სიკვდილით დასჯის წინა დღეს ციხეში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანაშემწეს შეურაცხყოფა მიაყენა.
ჰენრის ძმა, თომასი, ოფიციალური ჯალათი 1906 წელს გახდა. პიერპოინტმა მამის ყოფილი პროფესიის შესახებ მხოლოდ 1916 წელს შეიტყო, როდესაც ჰენრის მემუარები გაზეთში გამოქვეყნდა. მამამისისა და ბიძის გავლენით, როდესაც სკოლაში სთხოვეს დაეწერა, თუ რომელი პროფესიის არჩევა სურდა მომავალში, პიერპოინტმა უპასუხა: „როდესაც სკოლას დავამთავრებ, მინდა ვიყო სახელმწიფო ჯალათი, როგორიც მამაჩემია, რადგან ეს მოითხოვს საიმედო კაცს კარგი ხელებით, როგორიც მამაჩემი და ბიძაჩემი ტომია და მეც ასეთი ვიქნები“.
ჰენრი 1922 წელს გარდაიცვალა და პიერპოინტმა ორი ლურჯი რვეული მიიღო — რომელშიც მამამისმა ჯალათად მუშაობის ისტორია ჩაწერა — და ჰენრის სიკვდილით დასჯის დღიური, რომელშიც მისი მონაწილეობით შესრულებული ყველა სიკვდილით დასჯის დეტალი იყო ჩამოთვლილი.
1931 წლის 19 აპრილს პიერპოინტმა ციხის კომისიას წერილი მისწერა და ჯალათის თანაშემწის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა. მას უარი ეთქვა; ვაკანსიები არ იყო. ექვსი თვის შემდეგ მან გასაუბრებაზე მოწვევა მიიღო. იგი მიიღეს და ოთხდღიანი ტრენინგი ლონდონის პენტონვილის ციხეში გაიარა, სადაც ტრენინგისთვის მანეკენს იყენებდნენ. მან ოფიციალური წერილი ჯალათის თანაშემწედ დანიშვნის შესახებ 1932 წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. იმ დროს ასისტენტის ჰონორარი იყო 111 ფუნტი სტერლინგი და 6 პენსი თითო სიკვდილით დასჯაზე
1932 წლის დეკემბრის ბოლოს პიერპოინტმა პირველი სიკვდილით დასჯა განახორციელა.
ალბერტ პიერპოინტი იყო ინგლისელი ჯალათი, რომელმაც 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, რომელიც 1956 წელს დასრულდა, 435-დან 600-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯა.
მან ავტობიოგრაფიულ წიგნში ერთ-ერთი ემოციური ეპიზოდი აღწერა:
1940-იანი წლების ბოლოს პიერპოინტი ჯალათობასთან ერთად პაბსაც მართავდა.
პაბს ერქვა: "Help The Poor Struggler" იქ ხშირად დადიოდა ვინმე ჯეიმს კორბიტი, რომელთანაც პიერპოინტს დროთა განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
ორივეს უყვარდა სიმღერა. პაბში იდგა ფორტეპიანო და საღამოობით სტუმრები მღეროდნენ. კორბიტი და პიერპოინტი ხშირად დუეტსაც ასრულებდნენ.
მათ ერთმანეთისთვის მეტსახელები ჰქონდათ მოფიქრებული: კორბიტს პიერპოინტი ეძახდა ტიშს, ხოლო კორბიტი პიერპოინტს - ტოშს.
კორბიტმა ზუსტად იცოდა, ვინ იყო პიერპოინტი. იცოდა, რომ მისი პაბის მეპატრონე ბრიტანეთის მთავარი ჯალათი იყო. იცოდა, რომ ეს კაცი ადამიანებს ახრჩობდა. და მაინც, ყოველ საღამოს მასთან ერთად სვამდა ლუდს, მღეროდა და ხუმრობდა.
1950 წელს კორბიტმა თავისი საყვარელი ქალი, ელაიზა ვუდსი, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მან ქალი სასტუმროს ნომერში დაახრჩო და შუბლზე სიტყვა Whore (მეძავი) დააწერა.
სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ შეშლილი იყო, მაგრამ პროკურატურამ მისი დღიურები წარადგინა, სადაც მკვლელობის გეგმები იყო აღწერილი.
სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
... და შემდეგ მოხდა წარმოუდგენელი: განაჩენის აღსრულება დაევალა ალბერტ პიერპოინტს.
იმავე კაცს, რომელთანაც კორბიტი დუეტებს მღეროდა პაბში.
როცა პიერპოინტი საკანში შევიდა, კორბიტმა უთხრა:
"გამარჯობა, ტოშ. პიერპოინტმაც ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტონით უპასუხა: - გამარჯობა, ტიშ. როგორ ხარ?
ორი კაციდან, რომლებიც ადრე პაბში ერთად მღეროდნენ, ერთს მეორე მოსაკლავად მიჰყავს.
წლების შემდეგ სწორედ ამ ამბავზე დაწერა ყველაზე ცნობილი მონაკვეთი ავტობიოგრაფიაში.
აზრი ასეთი იყო: თუ ვინმე შეიძლებოდა მკვლელობისგან შეეკავებინა სიკვდილით დასჯის შიშს, ეს სწორედ ტიში იყო.
რადგან: იცნობდა ჯალათს;
იცოდა, როგორ სრულდებოდა სასჯელი;
ყოველდღე ხედავდა იმ ადამიანს, ვინც ადამიანებს ახრჩობდა.
და მაინც ჩაიდინა მკვლელობა.
პიერპოინტი ამ შემთხვევას ხშირად იყენებდა იმის დასამტკიცებლად, რომ:
სიკვდილით დასჯა მკვლელობებს არ აჩერებს. სწორედ ტიშ კორბიტის ამბავი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პიერპოინტი მოგვიანებით საჯაროდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიკვდილით დასჯა უფრო შურისძიებაა, ვიდრე დანაშაულის პრევენციის საშუალება.