ოქრო ისევ გაძვირდა

ოქრო

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი გაიზარდა.

ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულებამ ერთ დღეში 38 დოლარით მოიმატა და 4539 დოლარით განისაზღვრა.

Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება 0.84%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2.49%-იანი ვარდნა ფიქსირდება. წლიურ მონაცემები კი, ოქროს წლიურად 36.84%-იან გაძვირებას აჩვენებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ოქრო საქართელოში დღიურად 11 ლარით გაძვირდა.

დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 401 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 390 ლარი იყო.