ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
რესტორან „ქვევრის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ მფლობელს ლაშა ბასლანძეს დაბადების დღეს ულოცავენ.
„15 მაისს, ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა… ადამიანი, რომელმაც ქვევრი არა მხოლოდ რესტორნად, არამედ აქცია ოჯახად, ემოციად, ადგილად სადაც თითოეულ სტუმარს სიყვარული და სითბო ხვდება.
მისი შრომა, გული და სული დღემდე იგრძნობა ქვევრის თითოეულ კუთხეში.
ბასლა, შენ დატოვე სახელი, დიდი სიყვარული და ადამიანობა. შენი შექმნილი გზა ისევ გრძელდება და გპირდებით მუდამ გავაგრძელებთ!
ქვევრი ყოველთვის იამაყებს შენით. გილოცავთ ზეციურ დაბადების დღეს. 15 მაისი ყოველთვის შენი დღე იქნება…“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ლაშა ბასლანძე დღეს 41 წლის გახდებოდა.