1696234801
კაცი, რომელსაც 41 წლის ასაკში ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, იმ სიმპტომის შესახებ საუბრობს, რომელიც ღამით შენიშნა - ვიდეო

41 წლის მამაკაცმა, რომელსაც ადრეული ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, ისაუბრა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ღამით შეამჩნია.
ფრეზერი წარმოშობით ავსტრალიიდან არის. იგი საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას youtube არხზე უზიარებს. მას უკვე 13 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მან ხალხს გაუზიარა კადრებიც, სადაც ალცჰაიმერის ერთ-ერთ სიმპტომი აშკარად ჩანს.
თავის ერთ-ერთ ვიდეოში ფრეზერმა გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო მისი სიმპტომები ორწელიწადნახევარამდე, სანამ მას ადრეული ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს.
მამაკაცმა განმარტა, რომ როდესაც ის ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემას განიცდიდა, ძილის ხარისხი „ცოტათი დაეცა“. როგორც კი უკეთ იგრძნობდა თავს, ძილის პრობლემაც გვარდებოდა. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ბოლომდე კიდევ არ არის გამოსწორებული.