„ჩვენი მუსიკის დიდი მოყვარული და მეგობარი გარდაიცვალა...“ - სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

რომის პაპი

სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმიანება.

„საქართველოს, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მუსიკის დიდი მოყვარული და მეგობარი გარდაიცვალა.
ღმერთმა განუსვენოს მის სულს.

მადლობა სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ქართული გალობა-სიმღერის გაჟღერებისათვის...“– ნათქვამია პოსტში.

ცნობისათვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ ისტორიული კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს გამართა.