„აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა!... - გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა

გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა

მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

დღეს მისი დაბადების დღეა, იგი 57 წლის გახდებოდა.

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში აწ გარდაცვლილი მეუღლის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მას იუბილეს ულოცავს. „გოგიჩა 57 იყო და არა იყო რაა... რა იქნებოდა ამ ქვეყნად სიკეთეზე უკეთესი, იყო, არის და იქნება ჩვენი გოგიჩა ...

აივიმ და ავამ ოციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა! როცა თენდება და ცა ფერადდება ღრუბლებით და მზის სხივებით, გოგიჩა ბაბუ სამყაროს გვიფერადებს როცა ქუჩაში კეთილი ადამიანები გვხვდებიან გოგიჩა ბაბუ გვიგზავნის! მაგრამ აივიმ მაინც კითხულობს დაჟინებით: „გოგიჩა ბაბუ რატომ არ დაგველოდა , რატომ გადაწყვიტა იყოს ვარსკვლავი...

... ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები, გვათბობ, ყველა ნაბიჯზე შენი სიყვარულით გვხვდები! იყო და არა იყო რა, იყო მზესავით ბიჭი გოგიჩა და გადაწყვიტა ვარსკვლავი გამხდარიყო...“, - წერს ნათია ბანძელაძე.