მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა - ლევან ბერიძე „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“

ლევან ბერიძე

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა - ამის შესახებ, საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ლევან ბერიძემ, „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმზე იქნება შესაძლებლობა, მონაწილეებმა საქართველო და მისი პოტენციალი უკეთ გაიცნონ:

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა. ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს რელევანტურია იქნება განხილული რამდენიმე დღის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორუმზე მონაწილეებთან გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება. გავაცნოთ დამსწრეებს საქართველო და ის პოტენციალი, რაც ქვეყანაში არსებობს“, - აცხადებს ლევან ბერიძე.