ცნობილი ხდება, რა საერთო ჰქონდათ თურქეთის სკოლებში თავდასხმაში ბრალდებულებს - დეტალები
1776369256
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - აღნიშნულია განცხადებაში.