წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 15, ნაწილს კი 11 საათით შეუწყდება:

ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის და გამცემლიძის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 4/3/2026 23:00 საათიდან 4/4/2026 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნინო ჩხეიძის N42-54, თამარ სხირტლაძის (ყოფილი ახვლედიანის ხევი) ქუჩებს და სანთლის შესახვევს.

საბურთალო, სოფ.დიღომი, შერმადინის ქ. როსტევანის კვეთასთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 4/3/2026 21:30 დან 4/4/2026 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ-ზე ტურბაზის დასახლებას,დავით აღმაშენებლის ხეივანი N158, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, პროფილაქტიკა- "სენა აუტო".

საბურთალო, წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად კუკური გოგიაშვილის ქ. N14 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 4/4/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: კვიჭიძის, ბობ უოლშის, ვ.ნოზაძის, კ.გოგიშვილის, ი.ენუქიძის ფერაძე ქუჩებს, „გრინ დაიმონდს“ აღმაშენებბლის ხეივნის მე-12 კილომეტრს და 159 ნომერს.

ნაძალადევი, ზღვის უბანი, 4 მკ-რ, N2 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 4/3/2026 19:00 საათიდან 4/4/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი, 4 მკ-რ 2, 3, 4, 5 ნომრებს.