ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ ჯასტინ გეიჯი მიმართვას ავრცელებს
1781985433
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში 21 ივნისის მზებუდობის შესახებ წერს.
„ეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება! რატომ არის 21 ივნისი შენი ცხოვრების გარდამტეხი დღე? 21 ივნისი - ზაფხულის მზებუდობის დღეა დავმუხტოთ სიუხვე მზის ენერგიით. 21 ივნისი წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა. მზე თავისი ძალის პიკზეა, სინათლე მაქსიმუმს აღწევს, ხოლო ზრდის, იღბლისა და კეთილდღეობის ენერგია განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.
ამ დღეს შეგიძლიათ შეასრულოთ მარტივი პრაქტიკა სიუხვის მოსაზიდად.
მზის სხივების ქვეშ დადეთ ერთი ნივთი, რომელიც თქვენთვის ფულთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება: საბანკო ბარათი, საფულე, კუპიურა ან მონეტები, ნებისმიერი პირადი ნივთი, რომელიც სიუხვესთან გაკავშირებთ.
არ არის საჭირო მთელი ქონების ფანჯრის რაფაზე გამოფენა, თითქოს მზე ფინანსურ აუდიტს ატარებდეს
საკმარისია მხოლოდ ერთი ნივთი. დადეთ ის მზეზე და წარმოთქვით: „მზე ჩემს ფინანსებს ანათებს,ჩემს სიუხვეს აძლიერებს. ფინანსური ნაკადი იხსნება, კეთილდღეობა ჩემს ცხოვრებაში ბრუნდება. ასე იყოს.“დატოვეთ ნივთი მზის სხივების ქვეშ იმდენ ხანს, რამდენადაც სასიამოვნოდ და სწორად იგრძნობთ. შემდეგ აიღეთ და ჩვეულებრივ გამოიყენეთ.დაე, მზემ თქვენი ფული, საფულე და განზრახვები ზრდის, იღბლისა და ახალი შესაძლებლობების ენერგიით დამუხტოს.“ - წერს ეზოთერიკოსი სოციალურ ქსელში.