თიბისი

1745486980

ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის მესამე და ბოლო ტრანშია, რომლითაც 2024 წლის ივლისში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. მოზიდული სახსრების ნაწილს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი სამომავლო პროექტების დაფინანსებისთვის, კონკრეტულად კი ახალი ობიექტების შეძენისთვის.2024 წელს კომპანიამ 5 მლნ დოლარისა და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა, რომელთა საპროცენტო განაკვეთები 8.75%-ითა და 7.75%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ემისიის განაკვეთი კი, ინვესტორთა დიდი მოთხოვნის შედეგად, 8.5%-ით განისაზღვრა.ფასიანი ქაღალდები განკუთვნილი იყო როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.„მადლობას ვუხდით თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტს და აწარმოე საქართველოს ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ისევე როგორც წინა გამოშვებაზე, ახლაც მაღალი ინტერესი იყო ინვესტორების მხრიდან. შესაბამისად მოთხოვნაც იმაზე მეტია ვიდრე ჩვენს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. ეს გასაგებიც არის ვინაიდან „ემპი დეველოპმენტი“ 13 წლიანი ისტორიის მქონე და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის განვითარების შედეგებიც ხელშესახებია წლიდან წლამდე, რაც წინა გამოშვებიდან დღემდე უკვე დაინახეს არსებულმა ობლიგაციონერებმა და შესაბამისად მათმა ნაწილმა ამ ემისიაზეც შეიძინა ჩვენი ობლიგაციები.“ - პაპუნა კაციტაძე ,,ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.„მოხარული ვართ, რომ „ემპი დეველოპმენტის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციების ფინალური ტრანში ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა და მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე ინვესტორების დიდი ინტერესის შედეგად, ბოლო ემისიის საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობა მივეცით”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„გალტ ენდ თაგარტის გუნდისთვის სასიხარულოა, რომ „ემპი დეველოპმენტს“ მხარს ვუჭერთ მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული ტრანზაქცია 2025 წელს პირველია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის და მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გალტ ენდ თაგარტის გუნდი განაგრძობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის განვითარებას, კომპანიებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გამარტივებას და ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობების გაზიარებას“, — გიორგი კუპრაშვილი, გალტ ენდ თაგარტის გენერალური დირექტორი.“სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველმა ბენეფიციარმა, „ემპი დეველოპმენტმა“, უკვე მესამე ტრანში განათავსა. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - ამ მდგომარეობით შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია.  აღნიშნული ემისიებით საფონდო ბაზარზე 241 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი იქნა მოზიდული .“ - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.„ემპი დეველოპმენტი“ ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონების პორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული სახსრების ნაწილით, კომპანია თბილისში საინვესტიციო ქონების შეძენას გეგმავს.

შალვა პაპუაშვილი

1743756083

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ რაც დღეს ამხილა, იმაზე ჩვენ ბოლო წლებია, ვსაუბრობდით, ახლა საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა - შალვა პაპუაშვილი

ის, რაც დღეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია. ერთი ერთში გამართლდა, რაზე ჩვენ ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამიტომ ერთადერთი, რაც საჭიროა ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და აქედან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.„ვამბობდით, თუ არა, რომ USAID-ი ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში და ამხილა, თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ. ვამბობდით, თუ არა NED-ზე იგივეს და ამხილა, თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ. ვსაუბრობდით, თუ არა რომ „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ არიან პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამხილა, თუ არა ეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ.  ყველაფერს, რაც ჩვენ ვთქვით, ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. აქ ერთადერთი ჩვენ, რასაც მოველით არის დასკვნა. დასკვნა მარტივია, ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაუარესდა ზუსტად იმის გამო, რომ ორგანიზაციები, როგორიც არის USAID-ი, NED-ი, სხვადასხვა პროპაგანდისტული, თუ ფულის მხარჯველი ორგანიზაციები დაკავებული იყვნენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრით, საქართველოს საზოგადოებაში ჯგუფების ერთმანეთზე წაკიდებით და შუღლის ჩამოგდებით, საზოგადოების ქსოვილის მოშლით, ეკლესიაზე თავდასხმით და ამით საზოგადოების გახლეჩვით, ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმის დაფინანსებით და ამით საზოგადოების გათიშვით. საბოლოო ჯამში, ამის შედეგია ის გართულებული ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის. ამიტომ ერთადერთი, რაც საჭირო არის ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და აქედან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.მე ვამბობდი, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი იყო, წინა ადმინისტრაციას ეღიარებინა საკუთარი გადაცდომები და ხშირად მითქვამს კიდეც არამხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის იმისთვის, რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში ზოგიერთმა ორგანიზაციამ სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა გაუკეთა. რათა გაეთიშა საზოგადოება და ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. დღეს წინა ადმინისტრაციას, რასაც ჩვენ ვსაყვედურობდით დაადასტურა მოქმედმა ადმინისტრაციამ, იმ დონეზე დაადასტურა, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალ თანამდებობის პირებს სანქციები დაადო, შეუწყვიტა წვდომა ინფორმაციაზე, რომელზეც ყოფილ თანამდებობის პირებს აქვთ ხოლმე სხვადასხვა დონის საიდუმლო ინფორმაციაზე. ამით დააასანქცირა ბაიდენი, ბლინკენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები და გვესმის ჩვენ, რომ მათ ეძახიან პოლიტიკური დევნის ჩამდენებს. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ხელის გულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, რას სჩაიდიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხისს ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ახლა ამას უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სოზარ სუბარი

1743168232

რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ის რომ შერეულ საკონტროლო კომისიას ემუშავა გამართულად და იყო თუ არა დამაზიანებელი ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა იაკობაშვილმა - სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას

საზოგადოებამ რომ იცოდეს, განმარტეთ, რა როლს ასრულებდა შერეული საკონტროლო კომისია განსაკუთრებით, იმ მომენტებში, როდესაც იძაბებოდა სიტუაცია?, - ასეთი კითხვით მიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას.ვიცე-სპიკერმა ხაინდრავას სთხოვა განემარტა შერეული საკონტროლო კომისიის გამართულად მუშაობის საჭიროება და შეეფასებინა იაკობაშვილის განცხადება.„მაქვს კითხვა, რომელსაც იმაზე გამოცდილ ადამიანებს, როგორიც ხართ თქვენ და ბატონი გია ვოლსკი, ვერ ვკითხავ. ბატონმა ყურაშვილმა ბრძანა, რომ თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ომამდე რვა თვით ადრეც მინისტრი იყო, მთლიანობაში კი მთელი სამი წელი, ერთხელ იყო მხოლოდ ჩასული კონფლიქტის ზონაში. თქვენ დააზუსტეთ, რომ ის ერთი ჩასვლაც იყო ერგნეთში. ანუ არ შესულა ცხინვალში, არ შესულა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ნულსა და ავნევზე აღარ ვლაპარაკობ. სამაგიეროდ ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა თავისი ცნობილი განცხადებით, რომ არავითარი შერეული საკონტროლო კომისია და სამშვიდობო პროცესი არ იქნება. მის ამ განცხადებას დამაზიანებელი უწოდა ბატონმა ყურაშვილმა. ის გენერალია, სამხედროა და გასაგებია, რომ მას არ უთქვამს, რომ ეს იყო ღალატის ტოლფასი განცხადება და დამატებითი შეფასებებისგან თავი შეიკავა, თუმცა რაც თქვა, ისიც სრულიად საკმარისი იყო.საზოგადოებამ რომ იცოდეს, განმარტეთ, რა როლს ასრულებდა შერეული საკონტროლო კომისია განსაკუთრებით, იმ მომენტებში, როდესაც იძაბებოდა სიტუაცია, რაც პერიოდულად ხდებოდა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შერეულ საკონტროლო კომისიას ემუშავა გამართულად და იყო თუ არა დამაზიანებელი ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა იაკობაშვილმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.გოგა ხაინდრავამ სოზარ სუბარს უპასუხა, რომ ვითარებას რეგიონში სწორედ შერეული საკონტროლო კომისია მართავდა.

კომიტეტი

1741171758

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.წარმოდგენილი პროექტით, კანონში ტექნიკური ცვლილება ხორციელდება და ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულების თარიღი 2025 წლის 1 მარტის ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მიწის მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ ინვენტარიზაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაგრამ დარჩენილია 11 ათას ჰექტრამდე ფართობი, რომელიც დადგენილ დროში ვერ ესწრება, შესაბამისად, საჭიროა ვადის 2027 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთი დოკუმენტი წარადგინა განსახილველად.მისი განმარტებით,  პროექტი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის  პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილში“ ითვალისწინებს საქართველოსთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ უკვე არსებული შეთანხმებით პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული 1 მლნ ევროს ნაცვლად 450 ათასი ევროს ჩარიცხვის მოთხოვნას.„ასევე, წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული თანხის ხარჯვის ვადა 180 დღის ნაცვლად 360 დღემდე გახანგრძლივდეს, რამდენადაც ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტი ფაქტობრივად სტარტს იღებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განმახორციელებელი გუნდის დაკომპლექტება და მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს და შესრულდეს აქტივობები, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებები მინიმუმამდე იყოს შემცირებული“, - განაცხადა მომხსენებელმა.კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.

ცაგერი

1741009597

ცაგერის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს

რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ოჯახებში მიულოცეს დედის დღე მრავალშვილიან ქალბატონებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.„დედა ერის სიძლიერე, ოჯახის სიმტკიცე, განუსაზღვრელი ძალაა.დედები, ქალბატონები ალამაზებენ სამყაროს და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!“ - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. 

ტრამპი

1740999499

ბრიტანული მედია: ფიფას პრეზიდენტი რუსეთს ფეხბურთის ჩემპიონატისთვის კარებს უხსნის მას შემდეგ, რაც ზელენსკი თეთრი სახლიდან „გააძევეს“

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ აღიარა, რომ მას მომავალში რუსეთის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება სურს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.ბრიტანული გამოცემის მტკიცებით, რუსეთს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე თამაში 2022 წლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო აქვს აკრძალული.თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება სურს.როგორც გამოცემა იუწყება, პუტინისთვის შეთავაზებული გარიგება უკრაინის მონაწილეობას გამორიცხავს, რომლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ პარასკევს თეთრის სახლიდან გააძევეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრაპმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს, რომელსაც ინფანტინოც ესწრებოდა, ერთი კვირის წინ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა.ახლა ინფანტინო, როგორც ჩანს, ტრამპის მხარეს დადგა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩემპიონატის წარმატებისთვის. ინფანტინო ისურვებდა, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო არენას დაჰბრუნებოდა.„ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს მშვიდობა“, - თქვა ინფანტინომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მოლაპარაკებებზე ჩასვლისთანავე.“თუ ფეხბურთს რამე როლის შესრულება შეეძლება, როგორც კი აღდგება მშვიდობა, ჩვენ ჩვენს როლს შევასრულებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ექნება“, - დასძინა მან.გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში - აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება.ინფანტინომ აღნიშნა, რომ ის ამაყია იმით, რომ მიუხედავად უამრავი კრიტიკისა მან ბოლო ორი ჩემპიონატის ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რუსეთსა და კატარში შეძლო.„ფეხბურთი არის ყველას თამაში. ყველას უყვარს ფეხბურთი. ის მსოფლიოში პირველი სპორტია“, - აღნიშნა ინფანტინომ.

ფოტო: ოზურგეთის მერია

1740490771

ოზურგეთის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ზედა ბახვში ხანდაზმულ ქალბატონთან, რომელიც ობოლ შვილიშვილებს ზრდის, კონტაქტი გაწყდა: ქალბატონი და სამივე მცირეწლოვანი იმყოფება სახლში უვნებლად და დახმარებას არ საჭიროებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ზედა ბახვში ხანდაზმულ ქალბატონს, რომელიც სამ ობოლ შვილიშვილს ზრდის დახმარება სჭირდება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილთან დაკავშირებით მოხდა ადგილობრივ მოსახლესთან, ახალაძე ლალისთან დაკავშირება და ტელეფონის ნომრის მოძიება. ქალბატონ გულიკოსთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მას 112-ში ამ დრომდე არ განუხორციელებია ზარი, რადგან ქალბატონი და სამივე მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფება საცხოვრებელ სახლში უვნებლად, დახმარებას არ საჭიროებენ“, - აღნიშნავენ ოზურგეთის მერიაში.ინფორმაცია ორგანიზაცია „სიკეთის ქალაქმა“ გაავრცელა, სადაც მითითებული იყო, რომ 80 წლის ბებიასთან, რომელიც სამ მცირეწლოვან შვილიშვილს ზრდის, მესამე დღეა დაკავშირება ვერ ხერხდება.

მთავრობა

1740476123

მთავრობის განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული.

ჩუღურეთი

1740474812

დავით ფაცაცია ჩუღურეთის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, ნინოშვილის ქ. №57-სა და ზ. არსენიშვილის ქ. №28ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.მინისტრმა პირადად დაათვალიერა დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.„დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მოქალაქეების ჩართულობა არის სწორი გზა იმისათვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შესაბამისად პერმანენტულად ვხდებით მოქალაქეებს.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილის მოწესრიგება“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუის ენრიკე

1740301815

„კვარა გუნდის გასაძლიერებლად შევიძინეთ“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას შორის კონკურენციაზე ისაუბრა.ლუის ენრიკე:„ვფიქრობ, „ლივერპულის“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიასთან მოგვიწევს თამაში. ერთ-ერთი საუკეთესო მერვედფინალი იქნება. მიხარია, რომ ერთმანეთს ძალიან მაღალი დონის ორი გუნდი შეხვდება და სანახაობრივ მატჩს შემოგვთავაზებს.განაგრძე კითხვა

ავთანდილ თალაკვაძე

1740042240

ავთანდილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა.შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.“მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში ვუმასპინძლეთ ქალბატონ ნარინე მატოსიანს. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. მადლობას ვუხდით სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ჩვენს მუნიციპალიტეტში სტუმრობისთვის და მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

შვედეთის პრემიერი

1740038213

"ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად, ვიმეორებ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა" - შვედეთის პრემიერი

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას გამოეხმაურა. კრისტერსონი ხაზს უსვამს, რომ რეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიული არჩევნების შედეგად არის არჩეული, ხოლო უკრაინისა და ევროპის შესახებ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს უკრაინისა და ევროპის ჩართულობის გარეშე.ამასთან, შვედეთის პრემიერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა თავდაცვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ."ომი რუსეთმა დაიწყო. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიული არჩევნების შედეგად აირჩიეს. ვფიქრობ, რომ არავის უნდა უკრაინაზე მეტად არჩევნები, რადგან არჩევნების ჩატარება ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობაა და მათ თავისი ქვეყნის მართვა თავად შეუძლიათ. უკრაინა უნდა იღებდეს მონაწილეობას მშვიდობის პირობების ჩამოყალიბებაში. უკრაინის შესახებ არაფერი უნდა წყდებოდეს უკრაინის გარეშე; ასევე, არაფერი ევროპული პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის მონაწილეობის გარეშე, - და მესამე: მეტმა ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად, ვიმეორებ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა," - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.