
„პრაიმტაიმისთვის“ იმ ტრაგედიის დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან დატრიალდა.
ხევში გადავარდნილ და დამწვარ მანქანაში აღმოჩენილი სამი გარდაცვლილიდან ორი ერთი ოჯახის წევრები არიან – 7 წლის საბა მამულია და მისი ბაბუა, კაპიტონ მამულია.
გარდაცვლილია ასევე მათი მეზობელი, გელა დავითაია.
სენაკის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ავტომობილის კიდევ 2 მგზავრი. მათგან ერთ-ერთი პატარა საბა მამულიას მამაა.
მისი მდგომარეობა მძიმეა, ასევე მძიმეა ცოცხლად გადარჩენილი მეხუთე მგზავრის, ზვიად გვაძაბიას მდგომარეობაც. ისიც კაპიტონ მამულიას მეზობელია.
როგორც ირკვევა, საბა მამასთან ერთად ბაბუასთან სტუმრად იყო ჩასული სოფელ უშაფათში. წუხელ კი ოჯახის წევრები მდინარე ტეხურზე წავიდნენ. ავარია უკან გზაზე მოხდა, როდესაც ისინი სოფელში ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, საჭესთან კაპიტონ მამულია ნასვამი იჯდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
ავტორი: თეა შონია
.