11:54 | 2021-05-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Ongo.ge: გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილი გახდა

Ongo.ge: გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილი გახდა

„ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას, რომლის პრეზენტაცია 29 მაისს არის დაგეგმილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს“ – ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ongo.ge ავრცელებს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ორი ექსმინისტრი ერთმანეთთან ალეკო ხოჯევანიშვილის მეშვეობით კონტაქტობს“, რომელიც ავტორის თქმით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

 

ხოჯევანიშვილი თავდაცვის უწყებაში კეზერაშვილის მინისტრობის დროს გენერალური ინსპექციის უფროსი გახლდათ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X