
ეს ყველაფერი მოსაზრებების დონეზეა და მერე კვლევას საჭიროებს, – ასე ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბრიტანელი ექსპერტების განცხადებას, რომ დექსამეტაზონმა შესაძლოა იმ პაციენეტების სიცოცხლე იხსნას, რომლებსაც კორონავირუსი მძიმე ფორმებით აღენიშნებათ.
„აქ, რა თქმა უნდა, საუბარია არა ანტივირუსულ მკურნალობაზე, არამედ უბრალოდ პაციენტებში ისევე, როგორც სინდრომულ მკურნალობაში გართულებების დროს.
თუმცა, ჯერჯერობით ეს არის წინასწარი ინფორმაცია. ასეთი ბევრი გაჟღერდა. იბუპროფენზეც იყო საუბარი. ეს ყველაფერი მოსაზრებების დონეზეა და მერე კვლევას საჭიროებს. სანამ რეალური შედეგი დაიდება,“- განაცხადა ბუწაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა.
მედიკამენტის მცირე დოზასაც კი შეუძლია კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.