
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა ორ-სამ თვეში ჩაეშვება: „ტრამპი სოციალური მედიის სივრცეში ორ-სამ თვეში, საკუთარ პლატფორმაზე დაბრუნდება.
როგორც მილერმა აღნიშნა, ეს იქნება მსხვილი პლატფორმა, რომელიც ათობით მილიონ მომხმარებელს მიიზიდავს.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპის ანგარიშები 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაიბლოკა.