13:45 | 2020-09-13 ავტორი: Prime Time

ზვიად კვაჭანტირაძემ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა – ნახეთ, რა მოლოდინი აქვს დეპუტატს

ზვიად კვაჭანტირაძემ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა – ნახეთ, რა მოლოდინი აქვს დეპუტატს

ზვიად კვაჭანტირაძემ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, დღეს მე-7 დღეა, რაც ინფიცირებულ ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდა.

 

„ამ დღეების განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ტესტის გაკეთება იყო აუცილებელი. მითხრეს კიდეც რომ შემეძლო არ გამეკეთებინა, რადგან პირობითი კონტაქტი მქონდა ორშაბათს, რაც სარისკოდ არ ითვლება. იმედიანად ვარ და იმედი მაქვს, რომ ხვალ მომივა შეტყობინება რომ კორონავირუსი არ მექნება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს.

 

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-13გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X