fbpx
20:23 | 2020-07-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ზუსტად აინტერესებდათ რა ვიცი, კითხვები იყო წყაროებთან დაკავშირებით – ნიკა გვარამია

ზუსტად აინტერესებდათ რა ვიცი, კითხვები იყო წყაროებთან დაკავშირებით – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა.

 

მისი თქმით, გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ მის წყაროებთან დაკავშირებით, თუმცა გვარამიას თქმით, მას წყაროები არ გაუსაჯაროვებია.

 

„პირველი, წყაროებთან დაკავშირებით, როგორც უკვე გითხარით შესვლამდე, მე არ გავამხილე წყარო, არ მივიჩნევ საჭიროდ.

 

„წამყვანი მომღერლები მას უკვე კარგად იცნობენ“ - ვინ არის ინფიცირებული აბიტურიენტი
2020-07-11„წამყვანი მომღერლები მას უკვე კარგად იცნობენ“ - ვინ არის ინფიცირებული აბიტურიენტი

 

მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მე ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის.

 

მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრა. ვეუბნებოდი, რომ ფაქტი რომ მცოდნოდა, ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში და გადმოვცემდი როგორც ფაქტს. მაგრამ ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა და მას აქვს თავისი ტექნიკა წარმოების და ამიტომ მე ვავითარებ ჩემს მოსაზრებებს, ლოგიკურ ჯაჭვებს.

 

მხოლოდ და მხოლოდ ის მაიძულებს, რომ ასე მოვიქცე, რომ გამოძიება ამ ყველაფერს მალავს. ყველაზე კარგი მაგალითია ე.წ. “ხაშურელი კაწროს” ამბავი, რომელზეც მითხრეს, ეს ჩვენი მასალებიაო, თქვენი ფაქტი როგორააო.

 

მე არც მითქვამს არსად რომ ჩემი ფაქტია. მათი მასალებია, მაგრამ არავინ გააშუქა. ჩვენც არ გავაშუქეთ მათ შორის.

 

რა ვიცი ზუსტად, ეს აინტერესებდათ, ანუ, როგორც ფაქტი. როგორც ფაქტი ვიცი “კაწროს” მონაწილეობა, ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება კიდევ და კიდევ ჩვენი მამხილებელი გამოძიებები.

 

ეს ვიცი ზუსტად. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობით, არამედ ჩაფარცხვით“, – ამბობს ნიკა გვარამია.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X