fbpx
12:57 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

ზუსტად 11 საათში საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდება!

ზუსტად 11 საათში საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდება!

ზუსტად 11 საათში საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდება. საკომენდატო საათის გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ 21 მაისს მიიღო.

 

საკომენდანტო საათი, ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობა დღეს ღამით 24:00 საათიდან უქმდება.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს საღამოს 21 საათიდან 24 საათამდე საკომენდანტო საათი მაინც იმოქმედებს.

 

კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ
2020-05-21კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 31 მარტიდან კი დაწესდა ე.წ. კომენდანტის საათი.

 

ამ დროის განმავლობაში აკრძალული იყო სახლიდან გასვლა და გადაადგილება, ობიექტების მუშაობა 21 საათიდან 06:00 საათამდე.

 

 

ავტორი: Prime Time


X