12:41 | 2021-06-01 ავტორი: Prime Time

ზუსტად 1 კვირის წინ, 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან – ბაია პატარაია

ზუსტად 1 კვირის წინ, 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ წერს.

 

„ბავშვები უყვართ ქართველებსო, ამბობენ ხოლმე, რადგან ქუჩაში ლოყებს უჩქმეტენ და “უსეგენაცალეს” ეუბნებიან. მაგრამ რა არის სიყვარული? სადღეგრძელოების თქმა რომ არ არის, ამაზე მგონი შევთანხმდით.

 

 

მოდი ფაქტებსაც ჩავკრათ თვალი:

 

– ბავშვები ყველაზე ღარიბები არიან საქართველოში;
– ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში;
– განათლების საზომით, საქართველოს ბავშვები ბოლოდან მესამე ადგილზე გადიან (ანუ უსაშინლესი სკოლა გვაქვს);
– საკუთარ ფბ კედელს ჩახედეთ, ჩვენი შესაგროვებელი ხდება ბავშვების საოპერაციო და სამკურნალო ფული, ესეც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბავსვების ჯანდაცვისადმი;
– ბავშვებს ვერ ვიცავთ ბავშვთა ქორწინებისგან. ზუსტად 1 კვირის წინ 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან;
– პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების საქმეები თაროზე გამოუძიებელი უდევს პროკურატურას და სტრასბურგისთვის ვამზადებთ;

 

 

სამწუხაროდ კიდევ ბევრი სისტემური ბოროტების ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ დღეს მხოლოდ ნინოწმინდის ბავშვებისთვის მოგიწოდებთ გაერთიანებას:

 

1. ბავშვთა სახლები ბოროტებაა და უნდა დაიხუროს.
2. მეუფე სპირიდონი სექსუალური მოძალადე თუა, რანაირად ხელმძღვანელობს ოფიციალურად “უპატრონო ბავშვთა პანსიონს”?
3. ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ გაეროს მოთხოვნის მიუხედავად.
დღეს 6 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით ნინოწმინდის ბავშვებისათვის.”, – წერს ბაია პატარაია.

 

ასევე ნახეთ: რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე პანდემიის დაწყებისას და რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილში ნეგატივი მისმა სიმართლემ

ავტორი: Prime Time

X