18:31 | 2020-04-05 ავტორი: ნინი ტაველიძე

ზურაბიშვილი „სახლში დარჩენილ“ მოსახლეობას წასაკითხ წიგნებს ურჩევს

ზურაბიშვილი „სახლში დარჩენილ“ მოსახლეობას წასაკითხ წიგნებს ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს. ის საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სულხან საბა ორბელიანის კითხვისკენ მოუწოდებს.

 

„საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.

 

შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;

 

სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;

 

ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;

 

ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;
შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;

 

შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;

 

ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს“.(საბა-სულხან ორბელიანი)

მდიდარი ენა …. #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

პრეზიდენტის სოციალური აქტიურობა ამ თემაზე ახალი არ არის.

 

 

ასე თუ ვერ ცეკვავთ #დარჩითსახლში - სალომე ზურაბიშვილის რჩევა
2020-03-30ასე თუ ვერ ცეკვავთ #დარჩითსახლში - სალომე ზურაბიშვილის რჩევა
                
სალომე ზურაბიშვილი -„challenge“-ზე გიწვევთ!
2020-04-01სალომე ზურაბიშვილი -„challenge“-ზე გიწვევთ!

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები