fbpx
01:02 | 2020-10-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ზურაბ გურული – მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა

ზურაბ გურული – მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კორონავირუსზე წერს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„პლანეტის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ავად არის ვირუსით. 48 საათი გავიდა და პლანეტის წამყვანი ექიმების გუნდს არ შეუძლია გადაჭრით განაცხადოს რა პროგნოზი ექნება დაავადების განვითარებას. რა ლოგიკური დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ამ ფაქტიდან მოაზროვნე ადამიანმა?

 

ფრიად მარტივი. 9 თვე გავიდა და მსოფლიოს სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა ვირუსის მოქმედების ლოგიკა.

 

ანუ, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და შეუცნობელმა კი იცის შიში. სწორედ ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი და არა ნაირ-ნაირი შეთქმულების თეორიები.

 

მახსენდება ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ბრწყინვალე პროფესიონალის, ნანა გეგეჭკორის მონათხრობი. მისი პროგრამის დირექტორი, მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა მოვლა – მკურნალობა არ დაკლებია.

 

ამავე დროს, დავირუსებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უმტკივნეულოდ გადააქვს ეს ავადმყოფობა.

 

ძალიან ბევრი რამ ასწავლა და კიდევ ბევრს ასწავლის კორონა მსოფლიოს. უპირველეს ყოვლისა ალბათ თავმდაბლობას სამყაროს წინაშე.

 

საოცრად გონებაშეზღუდული რომ არის ადამიანთა პლანეტა, საოცარ გონებაგახსნილობასთან ერთად, ესეც ძალიან საცნაური გახდა.

 

ჩემმა ფავორიტმა მენტორმა, პროფესორმა ფოქსმა მითხრა ერთხელ: – სანამ საოპერაციოში შეხვალ, თავმოყვარეობა შეიხსენი, კართან ჩამოკიდე და ოპერაციაზე პირველყოფილი თავმდაბლობით შედი, რადგან შესაძლოა მაინცდამაინც იმ დღეს მოუნდეს განგებას შენთან გახუმრებაო -.მართლაც არავინ იცის როდის არის ბედისწერა ხუმრობის ხასიათზე და ამიტომ …“ – წერს ზურაბ გურული.

 

პლანეტის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ავად არის ვირუსით. 48 საათი გავიდა და პლანეტის წამყვანი ექიმების გუნდს არ…

Posted by Zurab Guruli on შაბათი, 03 ოქტომბერი, 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X