fbpx
23:44 | 2020-05-18 ავტორი: თამარ გონგაძე

„ზურა რომ ჩემთან ამ თხოვნით მოსულიყო…“ – რა სთხოვა დოიჯაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ისრაელში გამგზავრებამდე

„ზურა რომ ჩემთან ამ თხოვნით მოსულიყო…“ – რა სთხოვა დოიჯაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ისრაელში გამგზავრებამდე

მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მომღერალი ისრაელში, კლინიკაში აპარატზეა მიერთებული.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მომღერლის მეგობარმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ განუცხადა, ზურას გულისა და ფილტვის უკმარისობა აქვს.

 

საკუთარი წუხილი ნუგზარ კვაშალმაც გამოთქვა, რომელიც ამბობდა – ერთი წელია ისრაელშია კაცი და ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვესო.

 

xnews.ge ზურას მეუღლის, ქეთი ვადაჭკორიას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ზურას მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

 

„სამი კვირის წინ გადავიყვანეთ კლინიკაში დიაგნოზით – ფილტვების და ბრონქების ობსტრუქცია. აქვს დიაბეტი, აწუხებს გული. მდგომარეობა გაურთულდა. ზურასთვის საქართველოს გარეშე ცხოვრება ძნელია. არადა, რომ ჩამოვიდეთ საქართველოში, თავშესაფარიც არ გვაქვს“, – ამბობს ქალბატონი ქეთი ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, ზურა ისრაელში გამგზავრებამდე მამუკა ხაზარაძეს შეხვდა და ბანკში დაბალ-პროცენტიანი სესხის გაკეთება სთხოვა.

 

„სახლი არ დავკარგო და ქვეყნიდან არ წავიდეო. მამუკამ არ გაუკეთა და ნაწყენი იყო“, – ამბობს ქეთი ვადაჭკორია.

 

„პრაიმტაიმი“ მწერალ თეონა დოლენჯაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პიარის უფროსი გახლდათ და მამუკა ხაზარაძესთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს.

 

დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მამუკას ხაზარაძეს ესაუბრა, თუმცა „ლელოს“ დამფუძნებელი ზურასგან რაიმე პირად თხოვნას ვერ იხსენებს.

 

„მამუკა ამბობს, ზურა რომ ჩემთან ამ თხოვნით მოსულიყო, აუცილებლად გავუშვებდი საკრედიტო განყოფილებაშიო. მან ასევე მითხრა, ზურა დოიჯაშვილი ქუჩაში ერთხელ შემხვდა, ზოგადი საუბარი გვქონდა, ისრაელში წასვლა ახსენა და მე ვუთხარი – მოდი ჩემთანო. ზურა მამუკა ხაზარაძესთან არ მისულა. არც წერილობითი თხოვნით მიუმართავს.

 

ბანკში კრედიტების, სესხების გაცემა არც არასდროს ყოფილა მამუკას საქმე. მას არ აქვს განკარგულების გაცემის უფლება, რომ ვინმეს განსაკუთრებული შეღავათით მიეცეს სესხი. როგორც საერთო წესია, ისე ხდება ყველას მომსახურება, გამონაკლისების გარეშე.

 

ასე რომ ზურას მამუკასთან თავის პრობლემაზე პირადი საუბარი არ ჰქონია“, – ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.

 

ქეთი ვადაჭკორია იმავე ინტერვიუში საქართველოს მთავრობას და კახა კალაძეს მიმართავს:

 

„ზურა თუ გადარჩა, ჩამოვიყვანოთ თბილისში და იქნებ, სესხი გაგვიკეთონ ბანკიდან. იქნებ საკუთარი ჭერი გვქონდეს, ზურა უთბილისოდ ვერ იცოცხლებს. იქნებ სასწაული მოხდეს და სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდეთ“ – ნათქვამია მიმართვაში.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X