16:08 | 2020-03-27 ავტორი: თამარ გონგაძე

ზურა ხაჩიძე სასწრაფოდ თვითზოლაციაში მოექცა

ზურა ხაჩიძე სასწრაფოდ თვითზოლაციაში მოექცა

მომღერალი ზურა ხაჩიძე მეორე დღეა თვითიზოლაციაშია. ამის მიზეზი მოულოდნელად აწეული ტემპერატურაა.

 

როგორც ზურა “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, ორი დღის წინ ხათუნას წამლების გამო მოუხდა გარეთ, აფთიაქებში რამდენჯერმე გასვლა.

 

ზურა ხაჩიძე: – დაახლოებით სამი კვირის წინაც მქონდა სიცხეები, სასწრაფო გამოვიძახე, ფილტვებზე გავესინჯე და ვირუსი არ აღმომაჩნდა.

 

გუშინ 38 და 9 მქონდა სიცხე და წამლები დავლიე. დღეს 37-მდე მაქვს. ვსვამ C ვიტამისაც. მაშინვე ჩემს სახლში გადავედი, რომ ხათუნას რაიმე არ გადავდო.

 

გუშინ ნინი ქარსელაძე ზურას მოსკოვიდან “ინსტაგრამის” “ლაივჩართვით” თხოვდა – ექიმს გაესინჯეო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X