19:44 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

ზურა ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილს უყვარს ძალაუფლება და მუდამ მისი გაფართოებისკენ მიისწრაფვის

ზურა ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილს უყვარს ძალაუფლება და მუდამ მისი გაფართოებისკენ მიისწრაფვის

მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად წარდგენას და მის გუშინდელ გამოსვლას რადიო “პალიტრას” ეთერში “გირჩის” ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.

 

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს აქვს მცდელობა დაანახოს ოპოზიციას, რომ მას არ სჭირდება სრული ძალაუფლება.

 

მისივე თქმით, სინამდვილეში საქართველოს ექსპრეზიდენტი ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც უყვარს ძალაუფლება და მუდამ მისი გაფართოებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ იმის ალბათობა, რომ ის მხოლოდ 2 წელი იქნება პრემიერი, ნულს უდრის. მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური არსებები ქართულ პოლიტიკაში მრავლად არიან და საფრთხეს მხოლოდ სააკაშვილი არ წარმოადგენს.

 

ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილი 7 სექტემბერს პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები