fbpx
15:50 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

ზუკა და ლუკა – ბავშვები თეთრიწყაროდან, რომელთაც საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ

ზუკა და ლუკა – ბავშვები თეთრიწყაროდან, რომელთაც საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ

თუ შენ უკვე გადმორიცხე თანხა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისათვის, მაშინ გაიცანი ლუკა და ზუკა, რომლებიც შენი დახმარებით ონლაინ სასკოლო გაკვეთილებს დაესწრებიან.

 

ზუკა და ლუკა ძმები არიან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის დევნილთა დასახლებაში მშობლებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობენ.

 

ზუკა პირველ კლასს ამთავრებს, ლუკა კი წელს პირველად ემზადება სკოლაში წასასვლელად. მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შედეგად ზუკას სასკოლო აქტივობებში ჩართვა ონლაინ უწევდა, სკოლის მიერ გადაცემულ „ბუკს“ იყენებდა, თუმცა, მოგვიანებით კომპიუტერი გაუფუჭდა და ამის გამო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას ვეღარ ახერხებდა.

 

სკოლა და სწავლა ძალიან უყვარს, ამიტომ მათგან ჩამოშორებას ძალიან განიცდიდა, თუმცა ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის ახალი კომპიუტერი შეეძინა.

 

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ერთობლივი საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შეგროვებული თანხით, ზუკასა და ლუკას, ასევე 6 სხვა სკოლის მოსწავლეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, შეუძინეს და გადასცეს პერსონალური კომპიუტერები.

 

ზუკას და ლუკას ძალიან გაუხარდათ ახალი კომპიუტერის მიღება და მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ზემოხსენებულ საქველმოქმედო ინიციატივაში თავისი წვლილი შეიტანეს. როგორც ზუკამ გვითხრა, მისი ოცნებაა პოლიციელი ან ექიმი გამოვიდეს, რათა მომავალში თავადაც შეძლოს ადამიანების დახმარება.

5 წლის ქრისტინეს, მეტსახელად „ლუღის“, ის ნივთები მიუტანეს, რომელზეც ოცნებობდა (ვიდეო)
2020-04-085 წლის ქრისტინეს, მეტსახელად „ლუღის“, ის ნივთები მიუტანეს, რომელზეც ოცნებობდა (ვიდეო)

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აგროვებენ შემოწირულობებს საკვების გარეშე დარჩენილი ადამიანებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც არ აქვთ საშუალება გაკვეთილებს ელექტრონულად დაესწრონ.

 

ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი გადასცეს
2020-05-07ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი გადასცეს

 

შენ ჯერ კიდევ შეგიძლია შეიტანო შენი წვლილი იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებიც იძულებები არიან დარჩნენ მკაცრ საკარანტინო ზონაში და უჭირთ არსებული კრიზისის მარტო გადალახვა!

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, თქვენ მიერ გაღებული თანხით დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩნენ და არ აქვთ წვდომა საკვებ პროდუქტებთან;

 

ასევე, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, ვერ ერთვებიან ელექტრონულ სასწავლო გაკვეთილებში და შედეგად ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს.

თანხის გადმოსარიცხად, გთხოვთ, მიჰყევით ამ ბმულს: http://rdfg.ge/ka/donate/

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – თავმჯდომარე, RDFG; vgrigolashvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge
ნელი რევაზიშვილი – სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, RDFG; nrevazishvili@rdfg.ge

ავტორი: Prime Time
X