fbpx
22:37 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლთან ახლო კონტაქტში მყოფ კიდევ ორ პირს COVID-19 დაუდგინდა

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლთან ახლო კონტაქტში მყოფ კიდევ ორ პირს COVID-19 დაუდგინდა

ზუგდიდში COVID-19-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულები ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ერთი ოჯახიდან არიან. ისინი 42 წლის ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ახლო ნათესავები არიან.

 

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის თქმით, კვლევა ჩაუტარდა პაციენტის კიდევ ერთ შვილს, მეუღლესა და დედამთილს, თუმცა მათი პასუხები უარყოფითია.

 

„მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოკვლევა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით სად გადაიყვანენ დანარჩენებს, თუმცა უშუალოდ მამაკაცი გადაყვანილია თბილისში, ორმხრივი პნევმონიით“, – თქვა ქობალიამ.

 

42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა.

 

პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X