11:21 | 2020-05-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან 15 არასრულწლოვანი კარანტინში გადაიყვანეს ​

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია.

 

მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

 

მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები გადახორციელა.

 

ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა. სამივე დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში გადაიყვანეს.

 

რაც შეეხება, ზოგად მონაცემებს:

 

ბოლო 24 საათში 18 ახალი ინფიცირებულებიდან, 8 არის ბოლნისიდან (სოფელი გეტა, მუშევანი);

 

8 ახალი ინფიცირებული უკვე დადასტურებულების კონტაქტები არიან;

 

2 ახალი ინფიცირებული საკარანტინე სივრციდანაა.

 

ავტორი:თეა შონია 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X