22:03 | 2020-05-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ზუგდიდში სატვირთოს მძღოლის შემდეგ, კორონავირუსი დედას და შვილებს დაუდასტურდათ

დღეს კოვიდინფიცირებულების რიცხვს ზუგდიდში მცხოვრები 42 წლის მამაკაციც მიემატა. ის რუხის საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით და მაღალი ტემპერატურით მკურნალობს.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დედაც და მისი ორი შვილიც ინფექციის მატარებელია. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ინფორმირებული წყარო უდასტურებს.

 

მამაკაცი მძღოლია და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგები სწავლობენ ახალგაზრდა კაცის კლასტერებს ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში.

 

ავტორი: თეა შონია

 

ამავე თემაზე:

 

ზუგდიდში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-05-16ზუგდიდში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X