15:44 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში, საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი ინფექციურში მოათავსეს

ზუგდიდში, საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი ინფექციურში მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს.

 

როგორც პაციენტი ამბობს, ის მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც უწევს მუშაობა.

 

არსებული ინფორმაციით, ქალი არ ყოფილა თვითიზოლიაციაში.

 

„როგორც კი დაეწყო ცხელება და ხველა. მან მიმართა ინფექციურს, სადაც უტარდება ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში შემდეგ კვლევებზე“ – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

კარანტინის რეჟიმში კი, ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება.

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები