fbpx
22:57 | 2020-07-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ზუგდიდში ქალმა ნაქირავებ ბინაში ჩუმად იმშობიარა, მამამ კი ჩვილის ცხედარი დამარხა 

ზუგდიდში ქალმა ნაქირავებ ბინაში ჩუმად იმშობიარა, მამამ კი ჩვილის ცხედარი დამარხა 

ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ კი ბავშვის მამას დაურეკა და მკვდარი ახალშობილის ცხედარი მისცა. მან კი სასაფლაოზე დამარხა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალს აუტყდა სისხლდენა და სწორედ ამის შემდეგ გახმაურდა ამბავი. მან გაამხილა ბავშვის მამის ვინაობა და ადგილი, თუ სად იყო ჩვილი დასაფლავებული.

 

არასრულწლოვანი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და ნაგავში გადააგდო, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს
2020-06-03არასრულწლოვანი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და ნაგავში გადააგდო, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს

 

ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ახლა კი გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – მკვდარი დაბადა დედამ შვილი თუ მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა ახალშობილი.

 

შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალნამშობიარებმა ქალმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 112-ე მუხლით, უწყების ცნობით დაკავებულია ახალშობილის დედა. მამა ჯერ დაკავებული არ არის.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X