18:02 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

რა ვერსიებზე საუბრობენ ზუგდიდში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარზე

რა ვერსიებზე საუბრობენ ზუგდიდში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარზე

ზუგდიდში ჩარგაზიას 20 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად გოგიტა თოდუას კერძო ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, სამი წლის ვაჟმა სახლის ზღურბლთან დაწვა საბანი, ასევე მეორე ვერსიით, სახლში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

 

„ვინაიდან ხით გაჭედილი სახლი იყო და საშინლად ცხელა თან, ცეცხლი სწრაფად აალდა და მთელს სახლს სწრაფად მოედო, გამოიძახეს სახანძრო ბრიგადა, მაგრამ გზებზე რემონტია და მოსვლა დააგვიანდათ…სახლიდან ვერაფერი გამოიტანეს“, – ამბობს წყარო.

 

ადგილზე მუშაობდა ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტები. ოჯახს სამი შვილი ყავს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები