
ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება.
„საქართველოში, ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა“, – იუწყება ABC news.
აღნიშნული მედიასაშულება წერს, რომ ერთ-ერთი მძევალი „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნა – 500 000 დოლარის გადაცემა, გააცნო.
ფაქტს სხვა მედიასაშაულებებთან ერთად ეხმაურება გამოცემა Thestar.com-ც, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ წუთებში თავდამსხმელის განიარაღების ღონისძიება მიმდინარეობს.
Associated Press-ზე დაყრდნობით მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს US.news-იც, სადაც აღნიშნულია, რომ თავდამსხმელმა ბანკში 19 ადამიანი აიყვანა მძევლად და გამოსასყიდის სახით 500 000 დოლარს ითხოვს. გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი ხელყუმბარებით არის აღჭურვილი.