20:40 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში ე.წ. გულუას პარკის მიმდებარედ გარემოვაჭრეების ჯიხურები აიღეს

ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, გულუას სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ჯიხურების და დახლების დემონტაჟი განხირციელდა.

 

მერიაში აცხადებენ, რომ ჯიხურების დემონტაჟი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოხდა.

 

„პანდემიის გამო ახლა განსაკუთრებით რისკის შემცველი იყო გარე ვაჭრობა და ამიტომ გადაწყდა მისი დემონტაჟი. მოვაჭრეებისთვის კი ალტერნატიული ფართი კედიას ქუჩაზეა შეთავაზებული“, – ამბობენ მერიაში.

 

 

ე.წ. გულუას პარკის ტერიტორია წლებია დავის საგანია შპს „აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. ამ ნაკვეთით დაინტერესდა ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია. სწორედ მასთან გარიგებას და დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება გამოძიება წინასწარ პატიმრობაში მყოფ ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს.

 

ხვალიდან კი ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი მუშაობას წყვეტს.

„მივიღეთ უკვე შეტყობინება და შესაბამისად ხვალიდან არ ვიმუშავებთ. მოვაჭრეებმაც იციან, თანამშრომლებმაც. სხვა გზა არ გვაქვს, გადაწყვეტილება მიღებულია”, – ამბობენ ბაზრის ადმინისტრაციაში.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X