13:53 | 2020-04-01 ავტორი: თამთა თორდია

ზუგდიდში დისტანციის დარღვევისთვის 3 000 ლარით მამა-შვილი დააჯარიმეს

ზუგდიდში დისტანციის დარღვევისთვის 3 000 ლარით მამა-შვილი დააჯარიმეს

ზუგდიდელი ლადო აბსანძე და მისი შვილი ლევან აბსანძე სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა 3000 ლარით დააჯარიმეს.

 

მათი ინფორმაციით, შემთხვევა სუპერმარკეტ „ჯიბეში“ 30 მარტს მოხდა.

 

აბსანძეები ამბობენ, რომ ისინი უკანონოდ დააჯარიმეს და გასაჩივრებას გეგმავენ.

 

„მაღაზიასთან ვიდექით და ველოდებოდით ჩვენს რიგს, ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და დაგვაჯარიმეს. გუშინ ვიყავი სასამართლოში და გადამამისამართეს სამმართველოში. იქ მითხრეს დისტანციურად ვმუშაობთო და განცხადება მეილით შემოიტანეთო, მაგრამ შეფერხება იყო და ვერ მოვახერხეთ.

 

მერე აქეთ დაგვირეკეს და მითხრეს სკაიპის საშუალებით გაგესაუბრებით და ასე უნდა განვიხილოთ თქვენი საქმეო. წარმოდგენა არ გვაქვს რატომ გააკეთეს ეს. როგორც იურისტები მეუბნებიან, ოჯახის წევრებზე არ მოქმედებს დისტანციის მოთხოვნა“, – ამბობს ლადო აბსანძე.

 

შს სამინისტროში მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს. თუმცა უშედეგოდ.

 

მათივე მტკიცებით, მოქალაქეს ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გამოუწერეს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X