11:59 | 2020-04-24 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია

ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია

ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, მამაკაცს წუხელ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ის ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

მას კისრისა და გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

 

ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულში ბრალდებული პირის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

თუმცა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.

 

ცნობისთვის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X