10:36 | 2020-04-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117 მუხლის პირევლი ნაწილით დაიწყო.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები