11:14 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში რესტორან „ბერმუხას” მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ყელის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ერილობები დაუმუშავდა და ნაკერებიც დაედო.

 

მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და უკვე ბინაზე გაეწერა. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და სამართალდამცველებს უკვე ჰყავთ ეჭვმიტანილი პირი.

 

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები