11:40 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში 200-მდე ოჯახი საცხოვრებელს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს

ზუგდიდში 200-მდე ოჯახი საცხოვრებელს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროგრამა გრძელდება. ზუგდიდში, “ვექტორისა” და “ოდიშის” დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრები 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.

 

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს
2021-09-17მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

 

ამ ეტაპისთვის, განსახლება კრიტერიუმების გარეშე მოხდება. 2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

 

2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში დევნილებისთვის 1700 ბინის აშენება იგეგმება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X