fbpx
09:35 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 1000 ვარდი შეწირეს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 1000 ვარდი შეწირეს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ნანა ბეღელაძისა და ლევან ლექვაძის ოჯახებმა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ვარდები შესწირეს

 

„ის გზა, რომელიც ბოლო კვირას ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა თქვენთან ერთად, ეს დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით. რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს მაგალითი, როგორები ვართ, აჩვენა, რომ ერთად დგომა შეგვიძლია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ” – ეს ის სიტყვებია რომელის წარმოთქმის დროსაც მისი მეუფე გერასიმე ატირდა.

ღვთისმშობლის კვართის სამყოფელს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასა და მეუფე გერასიმეს, ქართველი ხალხისგან საჩუქრად ათასი ვარდი, დღეს გადაეცა.

 

 

 

„უფალმა და დედა ღვთისმშობელმა გვიმრავლოს ასეთი მეუფეები ქართველებს და სრულიად საქრისტიანოს, გულით მადლობა თქვენო მეუფებავ უფლისთვის თავგანწირვისთვის და ამ უდიდესი სიყვარულისთვის მიიღეთ ეს მცირედი, მაგრამ მთელი გულით მოძღვნილი საჩუქარი, მადლიერი ქართველი ერისგან უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ კეთილ საქმეში”, – ამბობს ნანა ბეღელაძე, რომელმაც ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში ვარდები ჩაიტანა და ტაძარს შესწირა.

 

„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში. შეგეწიოთ დედა ღმრთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს.ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!”,-ვკითხულობთ ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ეპარქიისთვის შემოწირული ვარდებით კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის საკათედრო ტაძრის ხატები და საკურთხეველი სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა წითელი ვარდებით მორთეს. კვირაცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ეირვა საკათედრო ტაძარში დილის 9 საათზე დაიწყო.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time
X