fbpx
18:48 | 2020-06-25 ავტორი: თამთა თორდია

რა შემორჩა ზუგდიდის ციხის კედლებში, სადაც ახლა დემონტაჟი მიმდინარეობს

რა შემორჩა ზუგდიდის ციხის კედლებში, სადაც ახლა დემონტაჟი მიმდინარეობს

ზუგდიდში, სასჯელაღსრულების ყოფილი შენობის დემონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელიც თვენახევარში დასრულდება. ამის შესახებ ტერიტორიის ამჟამინდელმა მფლობელმა ზურაბ გარუჩავამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

რამდენ ლარამდე შემოსავალს ელოდება წელს ქართული თხილის ბიზნესი
2020-06-23რამდენ ლარამდე შემოსავალს ელოდება წელს ქართული თხილის ბიზნესი

 

 

„როგორც კი კომპანია მორჩება დემონტაჟს კონკრეტულ ტერიტორიაზე, პროექტს წარვუდგენთ მერიას დასამტკიცებლად, სავარაუდოდ ტერიტორიაზე აშენდება სავაჭრო ცენტრი, რომელიც ჩაჯდება ქალაქის იერ-სახეში და არ იქნება ზუგდიდისთვის კონტექსტიდან ამოვარდნილი“,-გვითხრა მან.

 

ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპყრობილე 2013 წელს დაიხურა. უძრავი ქონება 2019 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 1 030 000 ლარად გაყიდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 6 603 კვ.მ-ზე ტერიტორიას ამჟამად შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“ ფლობს. ზურაბ გარუჩავას განმარტებით, საუბარია 6603კვ.მ-ზე არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

ზურაბ გარუჩავამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უპირობო აუქციონზე 2019 წელს 1 030 000 ლარად შეიძინა. ამის შემდეგ ქონება შპს „ინფინიტი ჰოლდინგის“ საკუთრებაში გადავიდა, რომლის 51% მფლობელი თავად გარუჩავაა, ხოლო 49% წილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ოლგა დენისენკოს ეკუთვნის.

 

კომპანია, რომელიც ზუგდიდის ყოფილი სასჯელაღსრულების ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრს ააშენებს, პარალელურად ბათუმის ახალ ბულვარს-ბათუმი რივიერას აშენებს.

 

თუ როგორ გამოიყურება ზუგდიდის ყოფილი სასჯელაღსრულების შენობის კედლები დემონტაჟამდე,ფოტორეპორტაჟიდან შეიტყობთ.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X