13:55 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

ზუგდიდის ქუჩები და სოფლები სამრვდელოებამ აკურთხა – ფოტოები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალმა სასულიერი პირებმა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, ზუგდიდის ქუჩები და სოფლები აკურთხეს.

 

„მეუფის ლოცვა-კურთხევით, ამ განსაცდელიდან გამომდინარე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომხდარიყო ჩვენი ქალაქის ქუჩებისა და ჩვენს ეპარქიაში შემავალი სოფლების კურთხევის. ყველა ქუჩა და სოფელი იკურთხა. ისხურა ნაკურთხი წყალი, ხატებით იყო ლიტანიობა. ამ ფორმით ეკლესიამ გაძლიერებული ლოცვა აღავლინა, ამ განსაცდელის ჟამს. უფალმა დაგვლოცოს და გამოგვიყვანოს ამ მდგომარეობიდან მშვიდობიანად. ეს იყო ძირითადი მოტივი ამ მცდელობისა“, – ამბობს მამა იოანე აკობია.

 

მამა იოანე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ ჩატარდეს. პროცესში მეუფე გერასიმეც მონაწილეობდა.

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი