13:46 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

ზუგდიდის ინფექციურში სამი პირი შეიყვანეს – მათ კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ

ზუგდიდის ინფექციურში სამი პირი შეიყვანეს – მათ კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალი კორონავირუსის სიმპტომებით სამი მამაკაცი შეიყვანეს.

 

პაციენტებს ხველა და ცხელება აღენიშნებათ.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ისინი ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები არიან.

 

ქართველ სპორტსმენი, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 10 წელზე მეტხანს საქართველოში არ იმყოფებოდა, იგი რუსეთის მოქალაქეა. ჩვენი ინფორმაციით სპორტსმენი წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 28 მარტს ჩავიდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ სოფელ ლიას ადგილობრივი მაცხოვრებელი უყვება გ.ღ-მ სამეგრელოს რეგიონში 2 კვირაზე მეტი დაჰყო და რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა.

 

ამავე თემაზე: კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოს რეგიონში გადაადგილდებოდა

 

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები